წარმოგიდგენთ აი-ქეშს (I-Cash), რომელიც არის ქლაუდზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამა ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისა და კაფე-რესტორნისათვის. პროგრამული გადაწყვეტა შეიქმნა და განვითარდა ბულგარეთში, სადაც წარმატებით მუშაობს უკვე 5 წელია და მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს სხვადასხვა ბიზნეს სფეროდან.
აი-ქეშის დახმარებით თქვენი ბიზნესის ოპერაციები ტრანსფორმირდება ციფრულად, გახდება უფრო მეტად მოქნილი და სწრაფი, რათა ბაზარზე თქვენი კომპანია მუდმივად დარჩეს კონკურენტუნარიანი თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ.
პროგრამული უზრუნველყოფა ძალიან მარტივია გამოსაყენებლად. ძირითადად გათვლილია მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესის საჭიროებებზე. მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ სწრაფი ანგარიშსწორებიდან დაწყებული, ზუსტი ინვენტირების მენეჯმენტის და აღრიცხვის ჩათვლით.
რატომ უნდა გამოიყენოთ აი-ქეში?
· აი-ქეშის პროგრამა ინტეგრირებულია სხვადასხვა მოწყობილობებთან, იგი შესაძლებლობას გაძლევთ დისტანციურად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ თქვენი ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციები.
· პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით თქვენ ზოგავთ ფულსა და დროს, რადგან კონტროლის მექანიზმისთვის აღარ გჭირდებათ დამატებითი ადამიანური თუ ტექნოლოგიური რესურსის მობილიზება.
· ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, აი-ქეშის გუნდი დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში ნებისმიერ დროს.
სად შეიძინოთ აი-ქეშის პროგრამული უზრუნველყოფა?
აი-ქეშის ოფიციალური წარმომადგენელი არის კომპანია „ჯიესენი“, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს. იგი უდავო ლიდერია სალარო აპარატებისა და სხვა სავაჭრო მოწყობილობების იმპორტში საქართველოში. შესაბამისად, აი-ქეშის პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა შესაძლებელია ჯიესენის ფილიალებში, სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აი-ქეშის საიტს: www.icash.ge
მასალის გამოყენების პირობები