მარიამის საქართველოში ჩამოყვანა რეანომობილით 35 ათასი ევრო ჯდებოდა, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნდა. ამიტომ, დახმარებას საზოგადოებას სთხოვდნენ. თვითმფრინავი სადაც მარიამი იყო, ერთი საათის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მარიამს თბილისამდე ექიმი უნდა გამოჰყოლოდა, რაშიც ფრანგმა მედპერსონალმა 15 ათასი ევრო მოითხოვა. როცა ეს ამბავი ლიონის სხვა კლინიკაში მომუშავე წარმოშობით ქართველმა ექიმმა გაიგო, მაშინვე ოჯახს დაუკავშირდა და დახმარების სურვილი გამოთქვა:
"მინდა გიამბოთ ლიონში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე ქართველ ექიმზე, რომელიც 7 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. გვანცა თოლორაიას საჯარო მადლობას ვუხდი. მან სრულიად უსასყიდლოდ თავისი ნებით გადაწყვიტა, რომ მარიამს გამოჰყოლოდა საქართველოში.
ამ მაგარ გოგონას ფრანგი მეუღლე ჰყავს, რომელიც ასევე კლინიკაში რეანიმატოლოგი გახლავთ. გვანცას ქმარმა მეც წამოვალ სულ რომ სამსახურიდან გამაგდონო, ჩავუყვანოთ მარი შვილებსო, ასე უთქვამს.
ერთი საათის წინ, როცა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, სანამ მარის რეანომობილში გადმოიყვანდნენ, გვანცამ მარის მაკიაჟი გაუკეთა და შვილებს ასე აჩვენა.“ – ამბობს "პრაიმტაიმთან " ოჯახის ახლობელს ნათია ლორიამ.
მასალის გამოყენების პირობები