რა რისკებს აზღვევს ნაკრები ექსტრა?
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:02, 08 Oct, 2020     1322
კრიტიკულ და მძიმე დაავადებებს ადამიანები უხსოვარი დროიდან იცნობენ. მედიცინის განვითარების შედეგად, ასეთი დაავადებები, სწრაფი რეაგირების შემთხვევაში, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს აღარ უქმნიან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება იყოს მომენტალური და არ დაიკარგოს ძვირფასი დრო. ინსულტის, ინფარქტის თუ გულის შუნტირების შემთხვევაში, როგორც წესი, ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევაა საჭირო, მათი მკურნალობა კი დიდ ფინანსურ დანახარჯს უკავშირდება.

ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ჯერ ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა სტანადრტული სადაზღვევო ნაკრებებები მძიმე და კრიტიკული დაავადებების მკურნალობას არ აფინანსებს. სწორედ სტანდარტულ პაკეტში გამონაკლისის სახით შეყვანილი დაავადებების დასაზღვევად შეიქმნა ნაკრები ექსტრა, რომელიც ყველა მსურველს 7 კრიტიკული დაავადებიგან დაზღვევას სთავაზობს.

რას მოიცავს ნაკრები ექსტრა

თიბისი დაზღვევამ სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო 7 დაავადება ერთ ნაკრებში გააერთიანა. ნაკრები ექსტრა ხელმისაწვდომი ფასით, უნიკალური პირობებით და მომხმარებელზე ორიენტირებული შემოთავაზებებით გამოირჩევა.

ექსტრა ნაკრებით დაზღვეული გექნებათ შემდეგი რისკები:

· ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)

· მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

· ინსულტი

· კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება

· თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

· დამბლა

· სიბრმავე

ნაკრების შეძენა შეუძლია 18-დან 61 წლამდე ასაკის ნებიმიერ პირს, რომელსაც დაზღვევის შეძენის მომენტამდე არ აქვს დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის დიაგნოზი.

ექსტრა ნაკრების უპირატესობები

ნაკრები ექსტრა მომხმარებლებს გამორჩეულ და მათ ინტერესებზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. გარდა კრიტიკული დავადებების დაზღვევისა, თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სახის სერვისები:

· იმ შემთხვევაში, თუ დაგიდასტურდებთ დაზღვეული რისკებიდან ერთ-ერთი დაავადება, თქვენ საშუალება გექნებათ დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმოთ. ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიებაში დახმარებას თიბისი დაზღვევა გაგიწევთ.

· ნაკრების პირობებით თანახმად, დიაგნოზის დასმის შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა გექნებთ სამკურნალოდ აირჩიოთ საზღვარგარეთ მდებარე კლინიკები. სამდიცინო სერვისის უცხოეთში მიღების, მგზავრობის, განთავსების და მკურნლობის ორგანიზებას თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს.

· თიბისი დაზღვევის პარტნიორი ორგანიზაცია MediGuide დაგეხმარებათ ყველა სახის საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში. კომპანია ამ დროისათვის 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჯამში 152-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს ეხმარება.

· ნაკრების შეძენის შემთხვევაში, თქვენთან ერთდ დაზღვეულები იქნებიან თქვენი 0-დან 18 წლამდე ასაკის შვილებიც და მათზე სრულად გავრცელდება ყველა ის პირობა, რასაც ნაკრები ექსტრა მოიცავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ანაზღაურება და ლიმიტები

ნაკრების შეძენისას, თქვენ საშუალება გაქვთ თავად აირჩიოთ ანაზღაურების სასურველი ლიმიტი. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განსაზღვრული ლიმიტისა და თქვენი ასაკის მიხედვით დაანაგრიშდება. ლიმიტების ოდენობა კი შემდეგია - 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 50 000 ლარი/20 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი ან 150 000 ლარი/60 000 დოლარი. თუ გაინტერესებთ, ზუსტად რამდენის გადახდა მოგიწევთ, შეგიძლიათ ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორით დაითვალოთ.

რაც შეეხება ანაზღაურებას, აქ ყველფერი მარტივია - დაზღვეული დაავადებებიდან რომელიმეს დადგენის შემთხვევაში, სრულად მიიღებთ ლიმიტით განსაზღრულ თანხას, დამატებით კი არ მოგეთხოვებათ სამკურნალო კალკულაციის ან რაიმე სახის დამატებითი საბუთის წარდგენა. თქვენ შეძლებთ თავად შეარჩიოთ კლინიკა და ასევე დამოუკიდებლად განკარგოთ სამკურნალო თანხა.

ექსტრა ნაკრების შესაძენად, ეწვიეთ თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმას - tbcinsurance.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42