„სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. „დანკინის“ პიცის გემოვნური თვისებები, მოსახერხებელი ზომა და ძალიან ხელმისაწვდომი ფასი მისი გაყიდვების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორებია, შესაბამისად, რესტორნებში „დანკინის“ მრავალფეროვან მენიუში კიდევ ერთი გემრელი შეთავაზების დამატება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ მომხმარებლებს მიწოდების სერვისითაც შეძლებოდათ „დანკინის“ პიცის დაგემოვნება ექსკლუზიურად Wolt-ის საშუალებით”, – აცხადებს “დანქინი“-ს და “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.
„მოხარულები ვართ რომ ვოლტის ერთგულ მომხარებელს საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ. „დანკინის“ პიცის მოსახერხებელი ზომა და ხელმისაწვდომი ფასი საინტერესო და გემრიელი შემოთავაზებაა დანკინისა და ვოლტის მომხრებლებისთვის. „დანკინის“ პიცის შეკვეთა ექსკლუზიურად ვოლტზე იქნება შესაძლებელი.“ – აღნიშნავს Wolt-ის გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი.
ყველაზე გემრიელი პიცის შესაქმნელად კომპანიამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმუშავა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. „დანკინის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე მალევე რწმუნდება.
მასალის გამოყენების პირობები