შაქარაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები - ვინ იყო მცხეთაში დაბრუნების ორგანიზატორი (ბრალდებულის ჩვენება)
სამართალი - 17:48, 06 Oct, 2020     2080
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - "კურიერმა" გასაიდუმლოებული მასალებიდან, მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა. აკაკი ქვრივიშვილის 8 საათიანი დაკითხვის ოქმი 12 გვერდიანია და ის 22 ივლისით თარიღდება.

ქვრივიშვილი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად ყვება, როგორ დაიგეგმა ნაძალადეველების მცხეთაში დაბრუნება "ტოიოტა ქამრით" ბეჟანიშვილის ქუჩაზე. ქვრივიშვილი საქმის სხვა დეტალებზეც საუბრობს.

აკაკი ქვრივიშვილი დეტალურად აღწერს 18 ივნისის ღამეს და სხვადასხვა ლოკაციებზე განვითარებულ პროცესებს. მათ შორის, რა ვითარებაში დაგეგმეს მეგობრებმა ბეჟანიშვილის ქუჩიდან უკან, მცხეთაში წასვლა და როგორ აღმოჩნდნენ ისინი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვინ იყო შეკრებისა და უკან, მცხეთაში დაბრუნების ორგანიზატორი - აკაკი ქვრივიშვილი გამომძიებლის კითხვაზე პასუხობს, რომ ინიციატორი ვახტანგ ჩიქოვანი იყო, რომელიც მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია. ჩვენების მიხედვით, მიზეზი ორი მეგობრის წამოყვანა გახდა - საუბარია არასრულწლოვან ლ.შ-სა და გიორგი მერაბიშვილის შესახებ.

"მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი.

კითხვა : თქვენიდან ვინ გაუწია ორგანიზება დასახელებულ პირთა შეკრებას და ავტომანქანით მცხეთისკენ გადაადგილებას?

პასუხი: ჩვენი შეკრების და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ მისი წინადადება იყო ჩავსულიყავით მეგობრების ჩამოსაყვანად მცხეთაში და მან მოიკითხა მართვის მოწმობა და ფხიზელი მძღოლი და სწორედ მისი ავტომანქანით წავედით. ასევე ყველა ჩვენთაგანს იგივე სურვილი და მიზანი გვქონდა. თუმცა ამ ფაქტს არანაირი ორგანიზება არ სჭირდებოდა ვინაიდან ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩარჩენილები მცხეთაში და უნდა მომხდარიყო მათი ჩამოყვანა.

კითხვა : თქვენ თუ არ დაგინახავთ, სხვისგან ხომ მაინც არ გაიგეთ, რომ მოხდა გიორგი შაქარაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელება?

პასუხი : გიორგი შაქარაშვილის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიით, რომ იგი იყო გაუჩინარებული. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი არ გამიგია არავისგან." - ნათქვამია ჩვენებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42