ფაქტს მიხეილ რამიშვილი უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ "ან მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, ან იქნება პრეცედენტი, რომ აღნიშნული საქმე გადაიგზავნება სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში და იქ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც კიდევ ერთი შავი ლაქის სახით ჩაიწერება საქართველოს მართლმსაჯულებაში".
„ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის მდგომარეობა, როდესაც ჩემს პირად სივრცეში და ადვოკატის პირად სივრცეში მოხდა შემოჭრა. მე ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ შემხებლობა იყო ჩემ სხვა ძალიან ბევრს საქმესთან და კლიენტებთან. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, მერწმუნონ რომ ბოლომდე ვერ მოხდა მათი ინფორმაციის მიღება, მაგრამ გარკვეულწილად იყო შემხებლობა. მე ამ საქმეს ჩამოვშორდი, მაგრამ ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო და მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ისევ მომიწია დავბრუნებოდი. ქალბატონი თეონა და ჯუმბერი რომ არა, მე გასული ვიყავი ამ საქმიდან.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს დავუბრუნდი და ბოლომდე მივიყვან, მაგრამ მე შეზღუდული ვარ დანარჩენ საქმიანობაში. ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ეს უთანასწორო დამოკიდებულება - ჩვენი დაკითხვა და მობილური ტელეფონის ჩამორთმევა მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ, არ უნდა მოხდეს ამ პრეცედენტის დაშვება და ამდგვარი მოქმედების დაკანონება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა ინსტიტუტი ჩამოინგრევა და არ იქნება ჩვენს ქვეყანაში სწრაფვა დემოკრატიისაკენ“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






