გორში მომხდარი უბედური შემთხვევა თუ ჯგუფური ძალადობა ჯარისკაცზე? - თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემთხვევა - 17:06, 06 Oct, 2020     1383
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გორში ჯარისკაცის მძიმედ დაშავების ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, დასვენების დღეებში დათხოვნაში მყოფმა, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები, რის შედეგადაც ის მოხვდა საავადმყოფოში. თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს. თავდაპირველად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებული სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის სამხედრო მოსამსახურე ზვიად ჯანიაშვილი პოლიციამ წმინდაწყლის დასახლებაში მძიმე მდგომარეობაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით იპოვნა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარის გარშემო ორი ვერსია არსებობს - ერთ-ერთის მიხედვით მას სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ ფიზიკურად, მეორე ვერსიით კი თავად გადავარდა ხიდიდან და მძიმედ დაშავდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42