ზვიად ჯანიაშვილი პირველ ქვეით ბრიგადაში 10 წელზე მეტია, რაც ირიცხება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯგუფურად სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ, მეორე ვერსიის თანახმად კი ის თავად გადმოვარდა ხიდიდან და მძიმე დაზიანებები მიიღო.
მომხდარის შესახებ ჯარისკაცის ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. ისინი არც ერთ ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ყველა კითხვას მას შემდეგ გაეცემა პასუხი, როცა ჯანიაშვილი სამართალდამცველებს ჩვენებას მისცემს:
სახლში რომ არ მოვიდა, დავრეკე. კბილებით აიღო ტელეფონი, ზარი რომ შევიდა და შემდეგ დარეკა პოლიციაში. დაბადების დღეზე იყო წასული მეგობართან ერთად. შეიძლება, თვითონ ჩავარდა, წაბორძიკდა და გადავარდა, არაფერი ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ მომაკვდავი იპოვნეს. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ხერხემალი აქვს გადატეხილი, ოპერაცია გაკეთდა, ახლა კონტაქტური არის - განაცხადა ჯანიაშვილის ოჯახის წევრმა.
დაშავებული ჯარისკაცი თავდაპირველად გორის სამხედრო ჰოსპპიტალში მოათავსეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ის ახლა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობასა და სხეულის დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები