17 წლის გოგო, რომელიც სიმაღლეში 2 მეტრი და 10 სანტიმეტრია – მაკი კარინს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს და მისი სურვილია, გახდეს მოდელი. მაკი კონკურენციას უწევს ამ დროისათვის ყველაზე გრძელი ფეხების მქონე რუს ეკატერინა ლისინას და მას აქვს შანსი გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს.
მაკი ამბობს: „რა თქმა უნდა ასეთი გრძელი ფეხები დისკომფორტიც არის, რადგან თავს ვურტყავ კარის ზედა ნაწილს სიარულისას, რთულია მანქანებში ჩაჯდომა და შესაბამისი ტანსაცმლის შოვნა“
ის მათ, ვინც მისი მსგავსია, მიმართავს: „ნუ დაკომპლექსდებით, არ დამალოთ თქვენი ფეხები, გამოაჩინეთ“
მაკი ოსტინიდან, ტეხასის შტატიდანაა. ის ზემოდან დაჰყურებს დედასა და მამას, რომლებიც საშუალო სიმაღლისები არიან, ასევე ჰყავს ძმა ჯეიკობი, რომელიც ასევე არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმაღლით.
ის ჯერჯერობით მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქალს კონკურენციას ვერ უწევს, ეს უკანასკნელი 33 წლის ჩინელი სუნ ფანგია და მისი სიმაღლე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრია.


მასალის გამოყენების პირობები






