BeWise პირველი მობილური აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მართვის ახალ მიდგომას სთავაზობს. აპლიკაციით ადამიანს შეუძლია აკონტროლოს შესაძლო ავადმყოფობის სიმტპომები და შეინახოს ისტორია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. BeWise-ს აქვს რეგისტრაციის მარტივი მოდული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის რისკ ჯგუფი. შემდგომ, მომხმარებელი ონლაინ უთითებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც ახლა ან უახლოეს წარსულში აწუხებდა. აპლიკაცია გარკვეული პერიოდულობით ეკითხება მომხმარებელს, თუ როგორ გრძნობს ის თავს. შედეგად გენერირდება ელექტონული ანამნეზი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ჩივილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. დამატებით, აპლიკაციაში ჩაშენებულია facebook-ის ე.წ. Stories -ს მსგავსი მოდული, სადაც მოცემულია სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები