მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის სკანდალური განცხადება: "ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო... დედამ ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა, ამბობდა, რომ უმცროსი შვილი ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა"
სამართალი - 12:40, 06 Oct, 2020     1376

გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმე - დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

უფლებადამცველის მტკიცებით, ლუკა სირაძეს თავი არ მოუკლავს, არამედ ის იმ პერიოდში ნარკოტიკული ზემოქმედებების ქვეშ იმყოფებოდა, რაც ექსპერტიზით დადასტურდა.

„სამართლიანობა მოითხოვს, საზოგადოებამ იცოდეს ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც საქმის არსებითი გამოკვლევის დროს გამოიკვეთა.

გამოიკვეთა ის, რომ ლუკა სირაძეს, გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და ძმა განმარტავს, რომ ის ტელეფონით ეჩხუბა. ფაქტია ის, რომ ელიკო ჩხიტუნიძეს, ანუ ლუკა სირაძის დედას გარკვეული სახის კონფლიქტი მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მარიანა ჩოლოიანს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. თავად დედას გარდაცვლილთან კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და რბილად რომ ვთქვათ მისი სიტყვებით „მან ნიკაპშიც კი გაარტყა, რადგან უზრდელობდა“. ფაქტია ისიც, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა, როდესაც მრავალკორპუსიანი საცხოვრებელი ადგილიდან გადმოვარდა, სისხლზე ჩატარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ სამწუხაროდ, იყო გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ, ვინაიდან მას არაერთხელ უთქვამს და ამას მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ერთი შვილით ძალიან კმაყოფილი იყო, საუბარია მის უფროს შვილზე, ბექა სირაძეზე, რომ ის წარმატებული იყო, ხოლო მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე ყოველთვის პრობლემებს უქმნიდა“,-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42