“პოლიტიკა ისეთი რამეა, როდესაც კაცი გადადგამს ნაბიჯს, იმის მერე ნაბიჯ-ნაბიჯ ხვდება რა სად მიდის. ამიტომ უშეცდომოდ არ არსებობს პოლიტიკა. ჩვენ ყველანი წამსვლელები ვართ. ყველას დაუძახებს უფალი და როცა წავა ადამიანი, შვილიშვილებს არ უნდა შერცხვეთ მაგის სახელის თქმა. ჩემს შვილიშვილებს როგორ შევხედო თვალებში, თუ წვლილი არ შევიტანე სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, არ ვარ მე პოლიტიკოსი მე ვერ ვერკვევი როდის რა უნდა იყოს. მე ვიქნები ჩართული, რომ გაჭირვება აღმოიფხვრას. მე არავის წინააღმდეგი არ ვარ. მიყვარს შალვა ნათელაშვილი, პატივს ვცემ ხაზარაძეს, დათო უსუფაშვილს, ერთხელ ქუჩაში, რომ შემხვდა ჩავეხუტე და გაუკვირდა. გიგი უგულავას, ბოკერიას ვიცნობ. დათო ბაქრაძეს უწესიერეს კაც. რატომ ნაციონალებთან? მე და მიშა ვმეგობრობთ.
მე მიყვარს განათლებული, ჭკვიანი ხალხი. ვინც ჩამოვთვალე ერთად თუ დაჯდებიან, მეც მივალ. არ შეიძლება ბატონობა. ბიძინა ბატონია. მიშას როცა აგინებდნენ, ამბობდნენ მიშა. ბატონო ბიძინა, ამას ასე უწოდებენ. პოლიტიკოსები ცოტაა მსოფლიოში, მიშას ღმერთისგან აქვს ყველაფერი. ვიცი მე როგორც აზროვნებს.
დიდ პოლიტიკოსებსაც მოსდით შეცდომა, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მიშა არის დიდი პოლიტიკოსი. მიშას დროს ამაყად დავდიოდით” – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
მასალის გამოყენების პირობები