ის პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა და სწორედ ამ ქორწინებიდან „ჩემი ცილის დაქალების“ მსახიობი, ქეთი წიქვაძე (ლეკა) შეეძინა.
„ჩემი პირველი მეუღლე ილო წიქვაძე იყო. ჩემს გათხოვებასთან დაკავშირებით ოჯახიდან ცოტა წინააღმდეგობა წამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავპარულიყავით.დედას და მამას ძალიან ეწყინათ. დედა ისე გაბრაზდა, რომ მთელი თვე არ შემრიგებია, მამას გულის მოლბობა უფრო ადვილი იყო. ერთად 5 წელი ვიყავით, დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა.ალბათ პატარა ვიყავი და პირველივე პრობლემებს და სირთულეებს ვერ გავუმკლავდი. 5-6 წლით დიდი რომ ვყოფილიყავი იმ ასაკთან შედარებით, იქნებ ბრძოლა გამეგრძელებინა. მთელი ცხოვრებაა დაშორებას ვნანობ. ილო გარდაიცვალა და მთელი ცხოვრებაა ეს მაწუხებს – იქნებ ერთად რომ ვყოფილიყავით, სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.
მეორე მეუღლე ზაზა პაპუაშვილი იყო.
რუსთაველის თეატრში ახალი მისული რომ ვიყავი, ძლივს ვესალმებოდით ერთმანეთს, ცოტა მეშინოდა კიდეც. ეს ურთიერთობა უცებ განვითარდა. 7 წელი ერთად ვიყავით, 1 წელი გავეყარეთ, შემდეგ ისევ შევრიგდით, მთლიანობაში 9 წელი ვიყავით ერთად. ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი იყო. თვითონ გაყიდა საკუთარი თავი. არ შეუძლია ტყუილები. ღამის 2 საათი იყო – აბაზანაში იყო როცა დაურეკეს, მითხრა ტელეფონს უპასუხეო. 2-ჯერ დარეკა და გათიშა. როცა ზაზა გამოვიდა, ვკითხე, ვისი ნომერია, მიკიდებსთქო, თავში აზრად არ გამივლია, რომ ქალი იყო. უცებ სახე შეერყა და ფერი ეცვალა. ვახოს ნომერიაო, (ჩვენი უახლოესი მეგობრის). ამას ახლა სიცილით ვიხსენებ. გავგიჟდი, გადავირიე, შემდეგ მე დავურეკე, გოგომ აიღო. ისეთი მოულოდნელი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, შეიძლება ძალიან გადამეტებული რეაქცია მივეცი ამ ყველაფერს.
შემდეგ მიშა გომიაშვილი…
ზაფხულში დედა აგარაკზე იყო წასული, მამა რექტორი იყო. მე და მიშა სამეფო თეატრში სპექტაკლს ვთამაშობდით, მთავარ როლებზე ვიყავით. ძალიან სპონტანურად მოხდა ეს ამბავი – ჩვენ წავედით და ხელი მოვაწერეთ. მმაჩის ბიუროდან გამოსვლისთანავე მიშას ვუთხარი, გიგასთან უნდა მივიდეთ, სხვისგან არ გაიგოსთქო. მივედით უნივერსიტეტში, ცოტა მოშორებით დავჯექი – მე და მიშამ ხელი მოვაწერეთ-მეთქი ვუთხარი, რასო? მკითხა. ფიქრობდა, რომ რაღაც კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. გაგიჟდა, ანერვიულებულმა აიღო სიგარეტი მკლავ, მკლავ და ვერ მომკალიო. ვუთხარი, რომ დედას მისგან უნდა გაეგო, გული აუჩუყდა, ცრემლი მოერია. მთელ დუშეთს ეგონა, რომ მოვკვდი. რადგან ისეთი კივილი ისმოდა ნაზი დედაჩემისგან, თან ჩემს სახელს იძახდა, მეზობლები მოცვივდნენ, ეგონათ რომ გარდავიცვალე. მიშას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება – არავის არასდროს ატყუებს. ერთად 2 წელზე ნაკლები ვიყავით.
მასალის გამოყენების პირობები