ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ს/ც ისთ ფოინთის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი
კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული ,საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ქეი ეფ სი-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად და კოვიდ ვითარების მიუხედავად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ისთ ფოინთში მდებარე ქეი ეფ სი-ს რესტორანი გათვლილია 150 სტუმარზე. სტუმრებისათვის წარმოდგენილია როგორც ღია ასევე დახურული სივრცეები. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან - 23:00 საათამდე.
ქეი ეფ სის რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ქეი ეფ სი-ს მისამართებია:
„ისანი მოლი“ ნავთლუღის N8ა
„სითი მოლი“ ხიზაბავრის N1
„სითი მოლი“ ქავთარაძის N1
ჭავჭავაძის N26
„გალერია თბილისი“ რუსთაველის N 2/4
გამრეკელის N2
„ისთ ფოინთ“ ალ. თვალჭრელიძის N2
მასალის გამოყენების პირობები