როგორ დავაზღვიოთ ჩვენი ჯანმრთელობა მარტივად
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:39, 05 Oct, 2020     1722
ჯანმრთელობის დაცვა და მისი შენარჩუნება ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტულია. ამის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობს - აქტიური ცხოვრების წესით, ფიზიკური ვარჯიშით, ჯანსაღი კვებით, მოწესრიგებული ძილით, სუფთა ჰაერზე სეირნობით და ა.შ. დღეისათვის კი ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო გამარტივდა - ყველა ზემოთ ჩამოთვილთან ერთად, უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ ის რისკებიც, რაც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და წინასწარ დავეზღვიოთ მათგან. თიბისი დაზღვევის სადაზღვევო ნაკრებები თქვენს ჯანმრთელობას სხვადასხვა მძიმე გართულებებისგან დააზღვევს, საჭიროების დადგომის შემთხვევაში კი მკურნალობას უზრუნველყოფს. რისგან გსურთ დაზღვევა? Covid-19-ის გართულებებისგან დაზღვევა

ახალი კორონავირუსი, იგივე Covid-19 ბოლო პერიოდში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ვირუსული ინფექციაა. მისი გავრცელება ჯერ კიდევ არ შეჩერებულა და მსოფლიოში დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. თიბისი დაზღვევა გთავაზობთ Covid-19-ის გართულებებისგან დაზღვევას. სადაზღვევო ნაკრების ღირებულება 19 ლარია და მისი ერთჯერადად გადახდის შემდეგ თქვენ დაზღვეული გექნებათ შემდეგი რისკები - ჰოსპიტალიზაცია Covid-19-ის მძიმე მიმდინარეობით და გარდაცვალება.

ნაკრების შეძენისას აუცილებელია განაცხადზე ხელმოწერით დაადასტუროთ, რომ დაზღვევის შეძენის მომენტში არ ელოდებით ვირუსულ ინფექციაზე ტესტის პასუხს ან არ გაქვთ მიღებული ტესტზე დადებითი პასუხი, ასევე საჭიროა დაადასტუროთ, რომ არ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ან ონკოლოგიური დაავადებები, ასევე დამბლა, ინსულტი ან დიაბეტი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ინფიცირების შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობა საავამდყოფოში შეფასდა როგორც მძიმე, დაზღვეული პირი ერთჯერადად მიიღებს 10 000 ლარს. Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევაში კი, დაზღვეულის კანონიერ მემკვიდრეს ერთჯერადად გადაეცემა 50 000 ლარი.

დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველას, ვისი ასაკიც 18-დან 65 წლამდეა. სადაზღვევო პოლისი ძალაში შედის შეძენიდან 20 დღის შემდეგ და 1 წლის განმავლობაში მოქმედებს.

კრიტიკული და მძიმე დაავადებებისგან დაზღვევა

მძიმე დაავადებები, როგორიცაა ინსულტი, სიმსივნე, დამბლა და ა.შ. სახიფათოა ჩვენი სიცოცხლისთვის, ამავდროულად მათი მკურნალობა დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ხშირად ასეთი დაავადებები თავს იმდენად მოულოდნელად გვატყდება, რომ დრო არ გვრჩება ფინანსების მობილიზებისთვის, სტანდარტული სადაზღვევო პაკეტები კი არ აზღვევს ასეთი ტიპის დაავადებებს. თიბისი დაზღვევამ მძიმე დააავადებები ერთ ნაკრებში გააერთიანა და მომხმარებელს უკვე აქვს საშუალება ერთი პოლისით შვიდი კრიტიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაეზღვიოს.

კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის ნაკრები ექტრა დაგაზღვევთ შემდეგი დაავადებისგან:

· ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)

· მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

· ინსულტი

· კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება

· თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

· დამბლა

· სიბრმავე

სადაზღვევო ნაკრების შეძენა შეუძლია ყველას, ვისი ასაკიც 18-დან 61 წლამდეა. დაზღვევის პირობები ასევე ვრცელდება დაზღვეული პირის არასრულწლოვან შვილებზე. ნაკრებით დაზღვეული კრიტიკული დაავადებებიდან რომელიმის დადგენის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ლიმიტით განსაზღვრულ თანხას სრულად, დამატებით კი არ მოგეთხოვებათ სამკურნალო კალკულაციის ან სხვა სახის სამედიცინო დოკუმენტის წარდგენა. თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ შეარჩიოთ როგორც კლინიკა, ასევე სამკურნალო გეგმა და თავად განკარგოთ მიღებული თახა.

პოლისით განსაზღვრულია ანაზღაურების სამი ლიმიტი - 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი და სტატუს კლიენტებისთვის 150 000 ლარი/60 000 დოლარი. დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და არჩეულ ლიმიტზე, ნაკრების შეძენას კი დისტანციურად, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე შეძლებთ.

თიბისი დაზღვევა გიმარტივებთ საქმეს და გთავაზობთ დაიწყოთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მცირე მაგრამ ძალიან სასარგებლო ნაკრებებით. ჯამრთელობის დაზღვევა ნიშნავს მეტ სიმშვიდეს, კომფორტს და განცდას, რომ თქვენ დაცული ხართ საიმედოდ მუდმივად ცვალებად სამყაროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42