როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება შეხვედრა სადაც, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის ნახევარფინალში, უმასპინძლებს ბელორუსის ეროვნულ ნაკრებს. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ვითიბი ბანკმა, როგორც ქართული ფეხბურთის №1 ქომაგმა, გულშემატკივრებისთვის წამახალისებელი კამპანია წამოიწყო. სადაც მონაწილეობის მისაღებად საკმარისია, თვალი ადევნოთ ვითიბი ბანკის ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში.
ბანკის ოფიციალურ facebook და Instagram გვერდებზე ყოველკვირეულად, დაიდება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გასუპერგგმირებული პორტრეტები. გამარჯვებულები ბანკისგან საჩუქრად მიიღებენ სამახსოვრო ბრენდირებულ მაისურებს, ჩანთებს და ა.შ. ხოლო კამპანიის ბოლოს გათამაშდება მთავარი პრიზი, საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული ეკიპირება. აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობა გულშემატკივრებს შეეძლებათ მიმდინარე წლის ბოლომდე.
4 წელიწადზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგია, აღნიშნული კამპანია წამოვიწყეთ როგორც, ეროვნული ნაკრების გასამხნევებლად, ასევე, ფეხბურთის ქომაგების კიდევ უფრო წასახალისებლად. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გამომწერები ენთუზიაზმით ჩაერთვნენ და აქტიურად იღებენ ამ კამპანიაში მონაწილეობას - განაცხადეს ვითიბი ბანკში.
მასალის გამოყენების პირობები