"სადღაც წავიკითხე, რომ ველური სექსის შემდეგ, შესაძლოა, პენისმა ტრავმა მიიღოს და გადაიღუნოს. ამის შესახებ კი ინფორმაცია მას შემდეგ მოვიძიე, რაც ჩემს მეუღლეს შევატყვე, რომ სასქესო ორგანო მოხრილი ჰქონდა და სტკიოდა. ეს ყოველივე კი მას შემდეგ დაემართა, რაც ჩემი მეგობრისგან დაბრუნდა.
მე 44 წლის ვარ, ჩემი მეუღლე კი 45-ის. ათი წელია, ერთად ვართ, მე და ჩემი დაქალი კი სკოლიდან ვმეგობრობთ და ბავშვობიდან ახლო ურთიერთობა გვქონდა.
ის მაშინ დაშორდა თავისი შვილის მამას, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით. მას შემდეგ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს დაქალსა და ჩემს ქმარს შორის რაღაც ისე ვერ იყო, იმაზე მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ერთხელ, დამშვიდობებისას ტუჩებზეც აკოცეს ერთმანეთს რაც უცნაურად ჩავთვალე, მაგრამ არაფერი მითქვამს, არ ვიცი რატომ...
შარშან ჩემი დაქალი შვილის საძინებელს აკეთებდა და რადგან გვერდით მამაკაცი არ ჰყავდა, ჩემს მეუღლეს სთხოვა დახმარება, რათა მძიმე ავეჯი გადაეადგილებინა. მისი ვაჟი მამამისს ჰყავდა წაყვანილი. მთელი დღე დაჰყვეს ერთად.
შემდეგი ორი დღეც რაღაც უაზრო მიზეზები მოძებნეს, რათა ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ მე არ მჯერა ამ სარემონტო სამუშაოების. სწორედ მას შემდეგ დაეწყო ჩემს მეუღლეს ერექციული დისფუნქცია, პენისი გადაეღუნა და რაღაც გაურკვეველი ტრავმა აქვს მიღებული.
ამის შემდეგ რამდენჯერმე ვცადეთ, სექსი გვქონოდა, მაგრამ ეს მოღუნული ორგანო ხელს გვიშლის.
ვკითხე, რამე ხომ არ ჰქონდა ჩემს დაქალთან და ისიც ავუხსენი, რა ეჭვები მქონდა მათ ურთიერთობაზე, თუმცა ის იფიცება, რომ არაფერი ყოფილა მათ შორის.
რა უნდა მექნა? სხვა არჩევანი არ მქონდა, ან უსაფუძვლო ეჭვების გამო უნდა დავშორებოდი და ისე, რომ ფაქტები ხელში არ მჭეროდა, ან უნდა მომეცადა და დრო მიჩვენებდა ყველაფერს.
ახლა ჩემი დაქალი ახალ ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობს და დიდად აღარ აქვს ჩემთან კონტაქტი, მე კი ისევ ჩემი მეუღლის სქესობრივ პრობლემას შევყურებ და ვერაფერს ვუხერხებ მის ტრავმირებულ ორგანოს".
მასალის გამოყენების პირობები






