გამოძიება ადგენს, ბავშვი მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ მოზარდმა თავი მოიკლა.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, გარდაცვლილი ბოლოს სტადიონზე თანატოლებთან ერთად ნახეს. მათთვის უცნობია, რა გახდა საზარელი შემთხვევის მიზეზი. თოკზე ჩამოკიდებული მოზარდი საკუთარმა ძმამ იპოვნა.
მეზობლების თქმით, ოჯახში კონფლიქტსა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია:
„ისე გაიზარდა ეს ბავშვი, ნემსი არ გაუკეთებია, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე იყო. მთელი სოფელი თავზარდაცემულები ვართ. ძალიან ხალისიანი, თბილი და მოსიყვარულე იყო, ყველასთან თამაშობდა, ოჯახში კონფლიქტი და ძალადობა არ ყოფილა, ისე ტკბილად ცხოვრბდნენ“ - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიასა და ძალადობას არ გამორიცხავს, ამიტომ საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმოხბს.
მასალის გამოყენების პირობები