6 დღის წინ წყალტუბოში მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა მთელი რაიონი შეძერა. ახალგაზრდა კაცი, 17 წლის ნათესავის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავს ქმედებაში მამაკაცი ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა მაშინ საქმე არ გახმაურებულა.
“სოციალურად დაუცველი ოჯახია, ბავშვი არის გულჩათხრობილი, ნაკლებად კონტაქტობს ადამიანებთან და ადვილია მისი დაყოლიება. ალბათ, ამით ისარგებლა. გავიგეთ, რომ ტყეში წაიყვანა ძალდატანებით. ნაკაწრები ჰქონდა სხეულზე. პედაგოგმა გაიგო.
მოძალადეს ნათელმირონობა აკავშირებს ბავშვის ოჯახთან გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ვიცით, ადრეც ქონდა მცდელობა, მაგრამ ახლა გახმაურდა. მინდა, რომ დააკავონ, არ მინდა ჩემი შვილები ასეთი ადამიანის გარემოში ცხოვრობდნენ. დაკავებული არაა”-აცხადებენ ადგილობრივები.
წყალტუბოში 17 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე გოგონას ექსპრტიზა უტარდება.
მასალის გამოყენების პირობები