29 სექტემბერი, 2020 წელი - ასზე მეტი რუსთაველი მოსწავლე ინოვაციური იდეების განხორციელებას გეგმავს კოვიდ-19-ით გამოწვეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ახალგაზრდების მიზანია, გააუმჯობესონ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, მუნიციპალიტეტის სერვისებსა და ხელი შეუწყონ სოციალურ დისტანცირებას და ვირუსის გავრცელების პრევენციას.
ჩეტბოტი რუსთავის ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდის შესახებ, რომ ბავშვებმა ავტომატურ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია არსებული წიგნების შესახებ, სელისგან დამზადებული პირბადეები თინეიჯერებისთვის, ინოვაციური აპლიკაცია მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობის გასაკონტროლებლად და იმ მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს სათანადოდ არ იცავენ, აივნების გამწვანება და ურბანული მეურნეობის განვითარება, საბავშვო ეტლზე დასამაგრებელი ჰაერის გასაფილტრი მოწყობილობა, სოციალური დისტანციის დაცვის ხელშეწყობა ქუჩებსა და პარკებში - ეს ახალგაზრდების იდეების მცირე ჩამონათვალია.
მოსწავლეებს მხარდაჭერას პარტნიორთა გუნდი უწევს: მომავლის ლაბორატორია, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), ორბელიანი საქართველო, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა და რუსთავის ინოვაციების ჰაბი. ისინი ახალგაზრდებს იდეების გენერირებასა და განვითარებაში, ფონდების მოძიებასა და განხორციელებაში ეხმარებიან. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აფინანსებს.
ამჟამად სკოლის მოსწავლეები ფონდების მოძიების კამპანიას აწარმოებენ ორბელიანის “ქრაუდფაინდინგის” პლატფორმაზე, www.orbelianimeti.ge, რაც საშუალებას მისცემს მათ გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე და უშუალოდ განახორციელონ იდეები.
“პროექტმა კოვიდ-19 გამოწვევები ახალგაზრდების პერსპექტივიდან დაგვანახა. პლატფორმა მათ ფინანსებისა და მხარდამჭერების მოზიდვაში დაეხმარება “, - განაცხადა „ორბელიანის“ დირექტორმა ქეთი ხაჩიძემ.
მასალის გამოყენების პირობები