საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,რომ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ მოითხოვონ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
"თუ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა მშობლებს სწავლება დისტანციურ რეჟიმში ურჩევნიათ, მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება"- ამბობს ჩხენკელი
ცნობისთვის, რომ 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საუბარია თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის იმ სკოლებზე, სადაც სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ფიზიკურ დასწრებას სავალდებულო სახე არ ექნება და მოსწავლეებს შეეძლებათ, პროცესი დისტანციურად განაგრძონ.
მასალის გამოყენების პირობები