ავარია ყვარელში - დაშვებულია 11 ადამიანი.
შემთხვევა დილით მოხდა. მიკროავტობუსის მგზავრები თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, ხათუნა ჭონიაშვილი ამბობს, რომ ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო ხვალ კიდევ 2-ის ოპერაცია არის დაგეგმილი.
"ჩემს კლინიკაში 8 პაციენტი შემოიყანეს. ორ მათგან ჩავუტარეთ ქირურგიული ოპერაცია. ხვალ კი კიდევ ორი დაშავებულის ოპერაციაა ჩანიშნული. მათ ძირითადად მოტეხილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.”- თქვა ხათუნა ჭონიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობენ. დაშავებულები თვითდასაქმებულები არიან და ისინი კახეთის მასშტაბით კერძო პირებს, რთველის დაკრეფაში ეხმარებიან.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები