44 წლის მაიკლ ფარო დო პრადო ბრაზილიიდან შერაცხეს, როგორც "ადამიანი სატანა", ამის მიზეზი კი მისი ვიზუალი გახდა.
ის სხეულის მოდიფიკაციით არის დაკავებული და მთელი სხეული ტატუებით აქვს მოხატული. მას შავი მელნით აქვს გაფერადებული ასევე თვალები.
ამ ყოველივეში კი განსაკუთრებით ექსტრემალური სავარაუდოდ მისი მოჭრილი ცხვირია.
მაიკლი აქტიურად აზიარებს თავის ფოტოებსა და ვიდეოებს Instagram–ზე და ათასობით გამომწერიც ჰყავს.
მაიკლის ცოლი, დაკავებულია სხეულის მოდიფიკაციებით და ის ასევე ტატუ–არტისტია. სწორედ ეს უკანასკნელი ეხმარება თავის ქმარს მიიღოს ის ვიზუალი რომელსაც ხალხმა "ადამიანი სატანა" დაარქვეს.
მაიკლი ამბობს: "25 წლის განმავლობაში ტატუ–არტისტი ვიყავი, ჩემი სვირინგების უმრავლესობა კი ძალიან ცნობილი პროფესიონალების გაკეთებულია. თუმცა ახლა შავ ფერს ვანიჭებ უპირატესობას და მინდა, რომ ჩემი ცოლის შედევრად ვიქცე".





მასალის გამოყენების პირობები






