კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 24 Sep, 2020     1738

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, კენ ბაკის წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, აბრეშუმის გზის ციფრულ დერეფანს ეხება.

როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფერხებს ამ პროექტის განვითარებას, რაც თავისმხრივ რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენის შემცირებას ხელს უშლის.

„ქალბატონო თავმჯდომარე, მსურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი სიახლეების თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხის ახალი ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განხორციელებას.

თავად ახალი ციფრული დერეფანი არის ტელესაკომუნიკაციო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს რეგიონის ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური ინტეგრაციის ხარისხი და ამავდროულად, გაზარდოს ციფრულ სივრცეში რუსეთისა და ირანის გავლენისგან დამოუკიდებლობა.

საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთისა და ირანიდან მომავალი საფრთხეების შეკავება კი თავისმხრივ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს.

მართალია საქართველოს მთავრობა აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მის მიერ ქვეყნის უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ინვესტორთა წინააღმდეგ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები, ხელს უშლის რეგიონისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც დასავლური კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, დამატებით აფერხებს ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას განაგრძონ საქმიანობა საქართველოში.

ვშიშობ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები აძლიერებენ ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე.

როგორც NATO-ს წევრობის მსურველმა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანამ, საქართველომ უნდა განაგრძოს რუსეთისა და ირანის გავლენის სფეროდან გამოსვლა და უნდა ფოკუსირდეს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც გვერდს უვლიან რეგიონში აშშ-ისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს.

საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა მოიზიდოს ახალი საერთაშორისო ინვესტიციები.

საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს სწრაფვას, რომ ქვეყანაში აღიარებული იყოს კარგი მმართველობის სტანდარტები და დაცული იყოს ბიზნესის კეთების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები.

მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დასვას ამ საკითხების მნიშვნელობა საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნდეს, რომ საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვას შეიქმნას გარემო, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ პროექტები, რომლებიც განამტკიცებენ, რომ საქართველო ირანისა და რუსეთის გავლენის სფეროში არ მოექცეს“, - ნათწვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42