საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:04, 24 Sep, 2020     1461

საქართველოს ბანკის პარტნიორობით ბათუმში, უეფა-ს IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება.

2017 წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს დასრულდა. ბათუმის ახალი სტადიონი უმაღლესი ხარისხის მონიტორებით, განათებებითა და ხმის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ხმის მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს. საფეხბურთო სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს, როგორც მინდვრის საფარის, ასევე სკამების ხარისხის მაღალ სტანდარტებს.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონზე მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგია განთავსებული. ასევე მოწყობილია სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები.

პროექტის ჯამური ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ქვეყანაში კიდევ ერთი, წარმატებული პროექტი განხორციელდა. ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც იძლევა არა მხოლოდ უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო მატჩების, არამედ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებს. საქართველოს ბანკი კვლავ აქატიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია და ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერ ბანკს, ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42