კარანტინში დაწყებული სიყვარულის ისტორია - კარანტინის რომეო და ჯულიეტას ისტორიას ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა.
იტალიელი წყვილს, რომელიც მეზობელ სახლებში ცხოვრობნენ, კარანტინისას ერთმანეთი შეუყვარდათ.
კორონავირუსი სიყვარულს ხელს ვერ უშლის და ამის ნათელი მაგალითი ვერონელი შეყვარებული არიან.
პაოლა აგნელი და მაიკლ ალფაოსი ერთმანეთს პანდემიის პიკის დროს შეხვდნენ. 40 წლის პაოლამ 38 წლის მაიკლი აივანზე ყოფნის დროს დაინახა. ამ დროს მთელი ვერონა გარეთ იყო გამოსული და ერთმანეთს სიმღერით ამხნევებდა. პაოლა თავის მუსიკოს დას ვიოლინოზე დაკვრაში ეხმარებოდა. მაიკლმა ის ადვილად შეამჩნია, მოეწონა, ინსტაგრამზე იპოვა და მალევე მიწერა.
კორონავირუსის შეზღუდვების გამო წყვილი შეხვედრას ვერ ახერხებდა, ამიტომ მათ დისტანციური ურთიერთობა დაიწყეს. ისინი პირველ პაემანზე მაისის თვეში, იქვე მდებარე პარკში წავიდნენ.
ურთიერთობა ძალიან მალე განვითარდა და თანამედროვე რომეო და ჯულიეტა უკვე ქორწილის დეტალებს აგვარებს.
მასალის გამოყენების პირობები