24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 18:20, 23 Sep, 2020     2906

ვერძი

შესაძლოა, ვიღაცას თქვენი გარემოცვიდან მორალური ან მატერიალური მხარდაჭერა დასჭირდეს და ეს ძალიან დიდ დროს, ძალასა და საშუალებას მოითხოვს. გირჩევთ, აკონტროლეთ ბანკში საკუთარი ანაბრები და პრობლემების თავიდან ასაცილებლად დოკუმენტები მოაწესრიგოთ.

კურო

ოჯახში მშვიდობა და კეთილდღეობაა. ამ დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა მშობლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობა. რომანტიკული შეხვედრები, ინტიმური პაემნები და გასართობი ღონისძიებები თქვენს გრძნობებს გააახლებს და ჩვეულ ურთიერთობას მრავალფეროვანს გახდის.

ტყუპები

ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენლები მშობლების მოლოდინს გაამართლებენ. თუ მშობლების რჩევას მოუსმენთ, მათი მხარდაჭერა გარანტირებული გექნებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, საკუთარი ძალები ახალ პროფესიულ ასპარეზზე მოსინჯოთ ან უბრალოდ, თვალსაწიერი გაიფართოოთ. სამსახურისგან განსხვავებით, სიყვარულში ცვლილებები მოსალოდნელი არაა. კარგი დროა, გარისკოთ და ძალები მოსინჯოთ. დასვენების დღეებში შესაძლებლობა გექნებათ, სამოქმედო გეგმა დასახოთ და მის განხორციელებას შეუდგეთ.

ლომი

შესაძლოა, იმ მიმართულებით გაგიმართლოთ, სადაც დამარცხებას გიწინასწარმეტყველებდნენ. შესანიშნავი დროა ბინის გაფართოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი. ყურადღებით იყავით და დოკუმენტები მოაწესრიგეთ, რომ არაკეთილმოსურნეებმა ვერ დაგაზარალონ.

ქალწული

ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეა. ყოველდღიურ ყოფაში მიზანშეწონილობის უბრალო პრინციპით მოქმედებთ. ყველა ვერ ახერხებს, რომ გარშემომყოფებში კარგი განწყობა შეიტანოს. ეცადეთ, ყველა წვრილმანზე არ ინერვიულოთ. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ კეთილისმსურველთა რჩევებს, თუნდაც თქვენს მოსაზრებას არ ემთხვეოდეს.

სასწორი

თვითრეალიზაციისთვის შესანიშნავი დღეა. გამორიცხული არაა, რომ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმისადმი სტანდარტულ მიდგომაზე უარი თქვათ და თანდაყოლილი გამომგონებლური ნიჭი გამოიყენოთ.

მორიელი

შესაძლოა, დღეს ყველაფერში გაგიმართლოთ: ოჯახშიც, სიყვარულშიც და სამსახურშიც. ბევრი მუშაობა გელით, მაგრამ კეთილსინდისიერი ხელქვეითები და კოლეგები დაგეხმარებიან. თქვენ უნდა იქცეთ იმ ღერძად, რომლის გარშემოც დედამიწა ტრიალებს.

მშვილდოსანი

ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა, რადგან შესაძლებელია მთელი თვის მანძილზე დაგროვილი პოზიტივის ერთბაშად განხორციელება. ჯერ კიდევ არ არის გვიან იქცეთ იმად, რაზეც ოცნებობთ.

თხის რქა

კარგი პერიოდია ურთიერთობისთვის. ამჟამად ყველაზე ადვილია ერთობლივი მოქმედებებისას კონტაქტების დამყარება საერთო მიზნისთვის. ეცადეთ, არავის მისცეთ ეჭვიანობისა და უნდობლობის საბაბი.

მერწყული

მოზრდილ შვილებს ფინანსური დამოუკიდებლობისა და საკუთარი ფულის შოვნის სურვილი გაუჩნდებათ. ეცადეთ, წაახალისოთ მათი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და რაც მთავარია, ასწავლეთ ფულის სწორად გამოყენება. შეძლებისდაგვარად, გააცანით შვილებს საკუთარი სამუშაო. იარეთ მათთან ერთად სათევზაოდ, ტურისტულ ლაშქრობებსა თუ მოგზაურობებში. დროა, ზრდასრული ადამიანების ცხოვრებას მიეჩვიონ.

თევზები

შესანიშნავი დროა ბიზნესისა და სწავლის, ასევე, დიდი მოცულობით ინფორმაციის ათვისებისთვის. შეგიძლიათ, გააფორმოთ დოკუმენტები და დადოთ ხელშეკრულებები. მთელი ძალა და ენერგია ჩადეთ საქმეში, რომელსაც არცთუ ისე დიდი ხალისით შეუდექით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42