ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატს სატელიტის ფოტოები გადასცა, ახალი ფოტომასალის გასაჯაროებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდგ გააკეთა, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სწორედ სატელიტური ფოტომასალის საქმეზე დაკითხეს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ფურცხვანიძე აშშ-დან ახალ მტკიცებულებას ჩამოიტანს, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 18-22 ივლისის პერიოდში არ დგას იქ, სადაც ის იპოვეს.
"30 სექტემბერს იგი წავა აშშ-ში, რამდენიმე დღეში ჩამოვა და ჩამოიტანს რადიკალურად განსხვავებულ პასუხს, რომ ეს ყველაფერი ამათი მხრიდან არის სიყალბე და ჩამოიტანს ისეთ მტკიცებულებას და ისეთ ფოტოს სატელიტიდან გადაღებულს, რითიც დადასტურდება, რომ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი არ იდგა" - ამბობს რამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






