ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კასპის მუნიციპალიტეტის ტყეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. dianews.ge-ს ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში შეშის ჩამოსატანად იყო წასული და მას შემდეგ რაც სახლში ბრუნდებოდა, ვილისის ტიპის ავტომობილით ხეს შეეჯა და რამდენჯერმე ამობრუნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტოსაგზაო შეთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ხის მორი გახდა, რომელიც ავტომობილის სალონში ელაგა. წინასწარი ინფორმაციით ხის ნარჩენი უკანა სავარძლიდან დაცურდა და მამაკაცს, რომელიც საჭეს მართავდა კისერის არეში მოხვდა, სწორედ აღნიშნულმა გამოწვია ავტოსაგზაო შემთხვევაც. გარდაცვლილ მამაკაცს სახლში შვილები, შვილიშვილები და მეუღლე დარჩა.
,,ხეს დაეჯახა და რამდენჯერმე გადაბრუნდა, მანქანიდან ვერ გადმოყავდათ მაშველებს კაცის ცხედარი. მას მეუღლე და დაშვილები დარჩა" -ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
წყარო: dianews.ge
მასალის გამოყენების პირობები