ეს ბავშვები გაიყინებიან, ზამთარს ვერ გადაიტანენ! - პეტრე კოლხი საზოგადოებას მიმართავს
სოც.მედია - 11:55, 23 Sep, 2020     2865

სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში არასრულწლოვნების ფოტოებს აქვეყნებს, მათ სოციალურ მდგომარეობას აღწერს და ადამიანებს დახმარებას სთხოვს.

„ვისაც დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, გააზიარეთ და გაავრცელეთ. ჩემო ძვირფასებო, ჩვენი გვერდით დგომა და სიყვარული სჭირდება სოფელ წითელ გორში (ულიანოვკა) მცხოვრებ დუმბაძეების ოთხსულიან ოჯახს. მეგობრებო, მათ უკიდურესი გაჭივრება აქვთ. ოჯახში ცხოვრობენ ოთხნი; მშობლები და 2 მცირეწლოვანი – უფროსი 6 წლის თამთა და უმცროსი 3 წლის მარიამი… მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. დედა კი ბავშვებს ვერ ტოვებს მარტოს. როცა პატარებთან მივედით, პირობები უკიდურესად მძიმე დაგვხვდა… სახლს ჩამოვარდნილი აქვს კარი, არ აქვს ფანჯრები და იატაკი… ბავშვებს არ აქვთ საკვები, წამლები, საწოლი, სკამი და სხვა საჭირო ნივთები… წარმოიდგინეთ, პატარებს, ძველ, დაჟანგებულ „სეტკის“ საწოლზე სძინავთ ლეიბის გარეშე.

მეგობრებო, „შენობაში“, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, წვიმის დროს ზუსტად ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ… ქარის დროს კი კედლის ნარჩენები ისე ზანზარებს, ბავშვებს გულს უხეთქავს.

ძვირფასებო, პატარების ასეთ გაუსაძლის პირობებში ვერ დავტოვებთ, ძალიან მალე აცივდება და დიდია ალბათობა, დაშლილმა სახურავმა ვერ გაუძლოს, ჩაინგრეს და პატარები ნანგრევებში მოიყოლოს. ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, ჩვენ გადავწყვიტეთ, თამთას და მარიამს ახალი ოთახი ავუშენოთ და ზამთრამდე ახალ შენობაში გადავიყვანოთ. ჩვენ არ გვეშინია ფიზიკური შრომის, ჩვენი ხელით გავაკეთებთ ყველაფერს.

კეთილო ადამიანებო, თამთას და მარიამს ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა. გთხოვთ, ყველას, უმორჩილესად გთხოვთ, გულთან მიიტანეთ ბავშვების მდგომარეობა და დაეხმარეთ ამ პაწაწინა, საყვარელ გოგონებს, რომ უკეთესი ცხოვრების და მომავლის შანსი მიეცეთ. ვიჩუქებთ ყველაფერს, რასაც გაიმეტებთ ბავშვებისთვის – ტანსაცმელს, სათამაშოებს, საწოლებს, ლეიბ/საბანს და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება სამშენებლო მასალას.

თუ ვინმეს გაქვთ მორჩენილი სამშენებლო მასალა, ცემენტი, ბლოკი და გაიმეტებთ, უმორჩილესად გთხოვთ, გვაჩუქეთ.

მეგობრებო, ბავშვების დაბინავება ზამთრამდე უნდა მოვასწროთ… მალე აცივდება და „შენობას“, სადაც ცხოვრობენ, ვერ ათბობს შეშის ღუმელი… ბავშვები ზამთარს ვერ გაუძლებენ, გაიყინებიან.

აქ დავწერ ანგარიშის ნომერს, რომ პატარებს სამშენებლო მასალის თანხა მოვუგროვოთ. დანიშნულებაში მიუთითეთ #დუმბაძეებისოჯახს" - წერს სასულიერო პირი.


თიბისი – ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE47TB7349445061100027


საქართველოს – ბანკი, ანგარიშის ნომერი : #GE90BG0000000162149143GEL


მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი 60001049837


მისამართი: ლაგოდეხის რაიონი სოფელი წითელი გორი (ულიანოვკა), ბავშვების დედა მაყვალა დუმბაძე“, - წერს მამა პეტრე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42