საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "შპს მზა მზარეული“ ფართოვდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:52, 22 Sep, 2020     1179

22 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით მზა კვების საწარმო „შპს მზა მზარეული“ ფართოვდება. პროექტის მხარდასაჭერად საქართველოს ბანკმა 1 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო, რომელიც საწარმოს მშენებლობას და ახალი ობიექტის გახსნას მოხმარდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ჯამურად 1 500 000 ლარს შადგენს. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანი დასაქმდება.

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ მცირე თუ საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში. „შპს მზა მზარეული“ გამოირჩევა მაღალი ხარისით, რომელზეც კომპანიისათვის მინიჭებული არაერთი სერტიფიკატი მეტყველებს. ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბანკის ჩართულობით „შპს მზა მზარეულს“ კიდევ ერთი საწარმო შეემატება, რაც წარმოების გაფართოებას და მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, წაახალისოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, „შპს მზა მზარეული“ მის შვილობილ კომპაიასთან "მზა მზარეულ კეტერინგთან" ერთად ქართული კვების პროდუქტების ბაზარზე 10 წელზე მეტია მუშაობს. „მზა ზარეული“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ნახევარ ფაბრიკატებსა და მზა პროდუქციის სეგმენტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან, როგორიცაა კარფური და ნიკორა, ორი ნაბიჯი, ფრესკო, სპარი, კაფე კოფისტას ქსელი.

„მზა მზარეული“ ყოველ დღიურად თავის პროდუქციას 300 მეტ კვების ობიექტს აწვდის მათ შორის საზოგადოებრივ კვების ობიექტებს, რესტორნებსა და ქითერინგულ კომპანიებს.

კომპანიის მიერ ყოველდღიურად წარმოებული პროდუქცია 150 მეტი სახეობისგან შედგება და თითოეული პროდუქტი დამზადებულია ISO 9001, ISO 22000 და HACCP სტანდარტების ხარისხის სერტიფიკატის შესაბამისად. უფრო მეტიც, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებთან, რათა გააკონტროლოს პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42