ადამიანები საკუთარ ბოსტნებში იდეალური სანოვაგის დარგვასა და საუკეთესო მოსავლის აღებას ცდილობენ. ძირითადად, მიზანს მებაღეები ყოველთვის აღწევენ და ისეთი ფორმისა თუ ზომის ხილსა და ბოსტნეულს იღებენ საბოლოოდ, როგორიც სურთ.
მაგრამ ჯოან გადჯერი საკმაოდ შოკირებული დარჩა, როდესაც შინ მოყვანილი კარტოფილი ამოთხარა და რომელიც საკმაოდ უცნაურად ჰგავდა თავის ძაღლს. ქალმა კარტოფილსა და თავის 13 წლის ბულდოგს ფოტოები გადაუღო და ინტერნეტ სივრცეში განათავსა. სოციალური ქსელის მომხმარებლებიც შეთანხმდნენ, რომ „ეს ორი დაბადებისას დააშორეს“.
47 წლის ჯოანის განცხადებით, მისმა ოჯახმა ვერ შეძლო კარტოფილის შეჭმა, რადგან ის ნამდვილი „შედევრი“ იყო.
„ჩვენ ახლა მას „დევის კარტოფილის თავს“ ვეძახით. კიდევ მეცინება ამაზე, რადგან ალბათ ვეღარასდროს მოვიყვან ისეთ კარტოფილს, რომელიც ჩემი ძაღლის მსგავსი იქნება. როგორც კი ამოვიღე მიწიდან კარტოფილი, მაშინვე მივამსგავსე ჩემს ძაღლს, ფოტო გადავუღე და ჩემს მეორე ნახევარს გავუგზავნე, მას შემდეგ რაც ისიც დამეთანხმა, მივხვდი, რომ არ მეჩვენებოდა“, – აცხადებს ქალი.

დეივი ამ ეტაპზე განუკურნებელი დაავადებით იტანჯება და მათთვის ეს აღმოჩენა ოჯახში ხალისის შემტანი აღმოჩნდა.
„ის იზრდება ახლა და ნაცრისფერი ხდება, ამიტომ უფრო მეტად ემსგავსება კარტოფილს“, – დასძენს სამი შვილის დედა.
ჯოანმა ფოტო Facebook–ის სხვადასხვა გვერდებზე განათავსა, სადაც მან ათასობით მოწონება მოაგროვა. ვის არ მოეწონება სახალისო პომიდორი?
მასალის გამოყენების პირობები






