თამარ ბაჩალიაშილის საქმე - მიხეილ რამიშვილი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზი ბიუროშია. მას პროკურატურამ ექსპერტიზის ჩასატარებლად ტელეფონი ჩამოართვა. თავად მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.
რამიშვილისადმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად, გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატებიც მივიდნენ. ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ირღვევა ადვოკატისა და მისი დაცვის უფლებები.
"სულ რომ გაყალბებული ყოფილიყო ეს ფალსიფიკაციად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან აუცილებელი წინაპირობაა, რომ გამოყენებული იყოს სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის, ანუ მაგალითად, თუ გავაყალბე და წარვადგინე სასამართლოში ან პროკურატურაში. ამ ადამიანმა კი, ეს ინფორმაცია საჯაროდ აფრიალა - ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული." - ამბობს ადოკატი.
ვასილ მამულაშვილის თქმითვე, საშიში ტენდენციაა, თუ კი პროკურატურა ამ გზით ადვოკატების ტელეფონებზე წვდომას მოიპოვებს;
"განჩიენების ამოღება მთლიანად ტელეფონზეც არასწორია, რადგან - შესაძლებელი იყო დათვალიერებით საგამოძიებო მოქმედება, ან მხარის თანხმობით ფოტოსურათები ამოღებულიყო და არ გაეჩინა კითხვები საგამოძიებო უწყებას მთლიანად ტელეფონზე წვდომით. ეს ადვოკატისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ჩვენ არაერთ საქმეზე ვმუშაობთ და ჩვენ ტელეფონებზე თუ ექნებათ წვდომა ეს არ საშიში...რომ დამჭირდეს ახლა მე და შევიდე ტელეფონზე ექსპერტიზა დამინიშნეთო, გამომაგდებენ. რანაირად ნიშნავენ ამ დროს?!" -თქვა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






