“ჩემთვის თამუნას თვითმკვლელობა დადასტურებულია… დაინდეთ გამწარებული მშობლები, ავაზაკებო” – ანა მიქაძის მიმართვა
სოც.მედია - 00:55, 22 Sep, 2020     5397

მკვლევარი და მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის მოუწოდებს საზოგადოებას, დაინდონ გამწარებული მშობლები და თამუნას ათას სიბინძურეს ნუ აბრალებენ.

“დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ და თითქმის არაფერი გამომიტოვებია თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიაზე.

თავიდანვე დავწერ და არაერთხელ, არაერთი ტელევიზიით მისაუბრია ჩემს პირად ტრაგედიაზე. მე მყავს სუიციდისტი შვილი და ბევრჯერ გამოვძვერით სიკვდილის კლანჭებიდან და ვაი, ამ გამოძრომას.

ეს ჯოჯოხეთია და არავის ვუსურვებ, მტერსაც კი…

ყველა ფაქტის – გაცხადებულის შეჯერებით ჩემთვის თამუნას თვითმკვლელობა დადასტურებულია. ვიცნობ ამ განცდას ზედმიწევნით კარგად.

ამ გოგონამ უარი თქვა თქვენნაირების და ჩემნირების გვერდით თანაცხოვრებაზე.

რა არ დააბრალეთ ბავშვს – პედოფილია, ქურდობა, აგენტობა, შანტაჟი… არ ხართ თქვენ ადამიანები…

და ბოლოს, არ გამოდის ამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ბავშვებისგან გირგვლიანის გამოძერწვა.

დაინდეთ ტრაგედიისგან გამწარებული მშობლები, ავაზაკებო!!!” - წერს ანა მიქაძე- ჩიკვაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42