ტრაგიკული შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში - 22 წლის გოგონა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას, სავარაუდოდ, გულმა დაარტყა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. როგორც სოფელში ამბობენ, 22 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
,,გარდაცვლილი ფლევში გათხოვილი იყო. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო ოჯხის შვილი, არანაირი პრობლემა ოჯახში არ ჰქონია, სამი თვის ბავშვი ჰყავდა. დაბადების დღე ჰქონდა იმ დღით, როდესაც გარდაიცვალა. სტუმრები ჰყავდათ, მშობლები ჩამოვიდნენ ერთ-ერთი სოფლიდან და გარდაცვლილის დედას ბავშვის ტირილი ესმოდა, სავარაუდოდ, შიოდა, რომ შევიდა სახლში 22 წლის გოგო გარდაცვლილი დახვდა", - განუცხადა dianews.ge-ს სოფლის წარმომადგენელმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: dianews.ge
მასალის გამოყენების პირობები