"დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ" - მიხეილ რამიშვილი
სამართალი - 22:46, 21 Sep, 2020     1552

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვა.

მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანომ მას დღეს მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით ჩვენებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„ამავდროულად, ჩემი ტელეფონი იქნა დალუქული და მიაქვთ შესამოწმებლად. გარდა ამისა, ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, ჩემს მიერ ჩამორთმეული და დალუქული, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან, გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა და დანარჩენს ვნახავთ უკვე, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, სუს-ის ყოფილ თანამშრომელს თამარ ბაჩალიაშვილთან კონტაქტი მეხსიერების ბარათის გადაცემას უკავშირდებოდა და აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმე იქნება.

„ე.წ. ფლეშკის გადაცემა. რა ახლავს ფლეშკაზე თან, ამას საგამოძიებო მოქმედებები დაადგენენ. არსებითი და ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა. სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა, არაერთხელ ჩანს ძალოვანი სტრუქტურები ამ საქმეში. ჩანს, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად გამზადებული ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, რას უკავშირდება ტელეფონის ჩამორთმევა, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მიზეზი მისთვის უცნობია.

„დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს ტელეფონი, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მალე თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, ძალიან არ უნდათ, მე ამ საქმეში ვიყო, რადგან ხედავენ, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდი ამ საქმეში. არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს უსაფრთხოებას. ესენი არიან მკვლელები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი საშიშროება ყველა ჩვენგანისთვის...ჩემს ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან და ყველაფერს გააკეთებენ. მე მაგის არ მეშინია. მაგათ ეშინოდეთ თავიანთი მომავლის“, – დასძინა მიხეილ რამიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42