22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:41, 21 Sep, 2020     2748

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს მოგზაურობა დაგეგმოთ, რომელიც სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში განხორციელდება. ეცადეთ, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და მთელი ენერგია თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართოთ.

კურო

სახლის გარეთ ხალხმრავალი, ხმაურიანი წვეულებები სიამოვნებას ვერ მოგიტანთ. ამჟამად გაცილებით სასიამოვნო იქნება მშვიდი საღამოები ახლობელი ადამიანების წრეში. გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ თავს, თუ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს შეუძლებლის შესრულებას არ მოსთხოვთ.

ტყუპები

სიყვარულში სირთულეები გელით. ორივე მხიარული და კომუნიკაბელური ხართ, მაგრამ განსხვავებული ხასიათები გაქვთ. ყველა სირთულის გადალახვას შეძლებთ, თუ ერთმანეთის მიმართ აღებულ ვალდებულებებს არ დაივიწყებთ.

კირჩხიბი

ნეიტრალური პერიოდია. მთელ დღეს წვრილმანი, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ. მშვიდად მიჰყევით დინებას და დროდადრო შეისვენეთ.

ლომი

შესაძლოა, რომელიღაც ნაცნობმა ძველი ვალის შესახებ შეგახსენოთ. მოგიწევთ ყველა გასართობი ღონისძიება გადადოთ და ერთ საქმეზე კონცენტრირდეთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას არ გირჩევთ. მოერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას, მაგრამ ეცადეთ, ადრე აღებული ვალდებულებები შეასრულოთ და ვალები დააბრუნოთ.

ქალწული

ცდილობთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ. ეს ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, დიპლომატიურობა გამოიჩინოთ, თორემ შეიძლება მომაბეზრებელ ადამიანად გამოჩნდეთ.

სასწორი

მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრების, ფოსტის, საჭირო ინფორმაციისა და გზავნილების დაგვიანება. მოსალოდნელია წარუმატებლობა სწავლასა და ინტელექტუალურ საქმიანობაში. დაკმაყოფილდით იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტს ნუ ითხოვთ.

მორიელი

რადიკალური ცვლილებების, სულიერი განახლებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების გადახედვის დროა. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასახვისთვის.

მშვილდოსანი

ეს დღე აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას განასახიერებს. უინიციატივო და სუსტი ნებისყოფის ადამიანებს კოსმოსური გავლენა განახლებისკენ უბიძგებს, ენერგიის ნაკლებობა კი მათ უკმაყოფილებასა და აგრესიას გამოიწვევს. გახსოვდეთ, წარმატების მიღწევა და რაღაცის სწავლა მხოლოდ სიძნელეების გადალახვით მიიღწევა.

თხის რქა

თქვენი შვილები მზრუნველობასა და სიყვარულში იზრდებიან. მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ფული არ გენანებათ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. თუნდაც მათთან ურთიერთობისთვის არ გეცალოთ, ეცადეთ, მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდეთ.

მერწყული

შესაძლოა, კვების ზოგიერთ პროდუქტზე ალერგიული რეაქცია გქონდეთ, თუმცა პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. მსგავსი უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილოთ, ეცადეთ, უარი თქვათ ალკოჰოლის, ყავის, კონსერვებისა და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.

თევზები

კარგი დროა კავშირების განმტკიცებისთვის. ამ დღეს საოცრად საღად აზროვნებთ და არ ხართ განწყობილი ავანტიურისთვის. დაიწყეთ იმ გეგმების განხორციელება, რომლისთვისაც გულმოდგინედ ემზადებით. ინტუიცია და ემოციური აღქმა დაგეხმარებათ ახლობელ და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42