"იმის შიშით, რომ ბავშვს კორონა ექნებაო, ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩემი გამოუტანეს" – ბათუმის საავადმყოფოებმა პაციენტის მიღებაზე უარი თქვეს
სოც.მედია - 16:48, 21 Sep, 2020     3792

სოციალური ქსელის მომხმარებელი იმ ინციდენტზე წერს, რომელიც თავის შვილს პანდემიის პირობებში გადახდა:"ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ სხვამაც არ დაუშვას იგივე შეცდომა რაც მე,16 სექტემბერს ჩემი 16 წლის გოგონა მუცლის ტკივილით,ღებინების შეგრძნებით, შევიყვანეთ ლანჩხუთში "ავერსის" კლინიკაში სადაც გაუკეთდა ექოსკოპია.ეხოს გადაღებმა( სამწუხაროდ სახელი არ ვიცი)ქირურგს უთხრა ეს ბავშვი კლინიკაში დატოვეთ დაკვირვება სჭირდებაო,გასინჯა ქირურგმაც თქვა ბავშვი მოწამლულია ეს არ არის ქირურგიული პაციენტიო და ამის შემდეგ პალატაში ერთხელაც არ შემოუხედავს.გადაგვამისამართა თერაპევტთან. გაიხსნა ისტორია საკვებით ინტოქსიკაციაზე.გაუკეთდა გადასხმა და გაგვიშვეს სახლში.მეორე დილით ალბათ როცა ექოსკოპიის გადამღები საავადმყოფოში მივიდა და არ დავხვდით ტელეფონზე გვირეკავს(რისთვისაც მადლობას ვუცხადებ მას ფაქტიურად ჩემი შვილი სიკვდილს გადაარჩინა) და გვითხრა მიგვეყვანა ბავშვი რადგან ისევ უნდა გადაეღო...მივედით გადაუღო და თქვა ბრმანაწლავს კარგად ვერ ხედავენ ეხოში მაგრამ ჩანს გამონაჟონი.რის შემდეგაც შეიძლება ბრმანაწლავი გასკდეს.სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბათუმში რომ ბავშვთა ქირურგმა გასინჯოსო.დარეკეს კლინიკა "მედინაში"აუხსნეს ბავშვის მდგომარეობა და ქირურგს თხოვეს ადგილზე დაგვხვედროდა.მედინაში გაუსინჯეს სიცხე და 37 ° აღმოაჩნდა.რის გამოც უარი თქვეს ბავშვის კლინიკაში დატოვებაზე სანამ არ ჩავიტარებდით ტესტს კორონაზე.წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში სადაც არის ცხელების ცენტრი.გვითხრეს ადგილი არ გვაქს "ბაუს" კლინიკაში მიდითო და ცხვირწინ დაგვიკეტეს კარები.ბაუში მისულებს იგივე სიტუაცია დაგვხვდა ჩვენ ადგილი არ გვქავს ვერ დაგეხმარებითო.ვეხვეწებოდი შემოგვიშვით ბავშვს ბრმანაწლავი გაუსკდება და დავიღუპებით მეთქი მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებითო და აქაც დაიკეტა ჩემი გოგონასთვის კარები.ტკივილი თანდათან ემატებოდა.დავრეკეთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ დაკავება იყო.სასოწარკვეთილმა 112 ზე დავრეკე.საიდანაც მიპასუხეს მხოლოდ სასწრაფოს გამოგზავნა შეეძლოთ რათა ბავშვისთვის გაეწიათ პირველადი დახმარება მაგრამ ჯერაც არ მოსულა.ნათესავის დახმარებით მოვხვდით ხელვაჩაურში კლინიკა " BMC" სადაც მოსვლისთანავე მიიღეს ბავშვი .ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა,და არც საკვებით ინტოქსიკაცია აღმოჩნდა,არც ბრმანაწლავი...მენჯის ღრუში აღმოაჩნდა სითხე რის გამოც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია რადგან ძალიან ცუდი ანალიზები ქონდა.

რომ არა კლინიკა BMC და აქაური მედიკოსები რომლებმაც სწრაფად და ზუსტად იპოვეს დიაგნოზი, რა ეშველებოდა ჩემს გოგონას რომელსაც სიცოცხლე ასე უყვარს.იმის შიშით რომ ბავშვს კორონა ექნებაო სამმა უდიდესმა კლინიკამ დაკეტა ჩვენთვის კარები.იმის შიშით რომ ბავს კორონა ექნებაო ჩემს შვილს სასიკვდილო განაჩემი გამოუტანეს.ჯერ ერთია არასწორი დიაგნოზი და მეორეც ის რომ 16 წლის გოგონას ჯანმრთელობა ამხელა კლინიკებმა არაფრად ჩააგდეს", – წერს თიკო მიქაბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42