ახალგაზრდა პროგრამისტის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დავით ფურცხვანიძის გამოკითხვიდან გამოსული პროკურორი ამბობს, რომ ფურცხვანიძემ ფოტომასალის მიმწოდებელი წყაროს ვინაობა კვლავ ვერ დაასახელა.
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, ფურცხვანიძე გაურკვეველ სახელებსა და კომპანიებს ასახელებს, რომელთა ინდენტიფიცირება და საქმესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„ჩვენ მიერ არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული რეალური წყარო, საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც გამოძიებამ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება, წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.
წყაროს ვერ ასახელებს. საუბარია გაურკვეველ პირებზე. თუმცა მათი საქმიანობა, კავშირები, რას წარმოადგენენ ეს პირები, რამდენად არიან შემხებლობაში საქმესთან ან რა დაინტერესება აქვთ ჩაერთონ ამ საქმეში, ფურცხვანიძემ ჩვენ ვერ დაგვისახელა.
მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა, არც ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო", - აცხადებს პროკურორი.
მასალის გამოყენების პირობები






