ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი იმ ქვესტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც მსხვილ ფინანსურ აფიორებთან დაკავშირებით მუშაობდა.
„თამარი იყო ის სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი. გარდა ამისა, ძალიან კარგი სისტემატიკოსი იყო… მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ფორმატში ძირითადად. ეს არის ნაწილი იმ საქმისა, რომელიც ეხებოდა ძირითადად მსხვილ ფინანსურ აფიორას რაღაც კუთხით და თამარი იყო იმ ქვესტრუქტურაში შემავალი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






