სტამბულში, ქმრის მოერ სასტიკად მოკლული ქალის საქმე - 32 წლის თამთა ჯანჯღავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
მათი თქმით, შურღაია ადრეც ძალაობდა ცოლზე.
„დედის ორმოცი გასული არ იყო თამთა გაიყვანა შემირიგდიო და გაიტყუა გარეთ. ასე უთრა შენ ძალიან ლამაზი ხარ და არ მინდა სხვები გხედავდნენო და სახეზე დანით ჭრილობა მიაყენა. ამის მერე გაექცა, თავს უშველა, თუმცა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გააათავისუფლა“, - ამბობს გარდაცვლილის და.
აგრეთვე, ისინი ეუბნებოდნენ თამთას ჩასულიყო საქართველში და მიეტოვებინა მეუღლე თუმცა არ დასცალდა.
„შეიძლება იმის გამოც მოკლა, რომ აქ უნდა წამოსვლა და მისი მიტოვება. ასე როგორ მოექცა ჩემს დას, ასე ცხოველიც არ მოიქცევა. ის მკვლელობის მეორე დღეს მიბრუნდა ტანსაცმელი გამოიცვალა ჩემი დის ძვირფასეულობა და ფული აიღო და მიიმალა“, - უყვება „ტვ პირველს“ გარდაცვლილი თამთა ჯანჯღავას და.
მასალის გამოყენების პირობები