ოფიციალური განცხადებიდან ირკვეოდა, რომ პოლიციამ დააკავა 31 წლის კაციც, რომელმაც შსს-ს ცნობით, ბრალდებულ არასულწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.
"ნიუპოსტმა" მომხდარის შესახებ გაარკვია უფრო მეტი - როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაკავებული 9 წლის ბიჭზე ერთი წლს განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა, გუშინ კი მისი ძმაც მოტყუებით შეიყვანა მიტოვებულ შენობაში და მის მიმართაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გეგმავდა.
საბედნიეროდ, ერთ-ერთმა ძმამ გამოქცევა მოახერხა და საზარელი ამბავი მამას მოუყვა. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა კი მოძალადეს დანით ყური მოაჭრა.
სოფელში ამბობენ, რომ "ყველა მამა ასე მოიქცეოდა" და ძალადობაში ბრალდებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სოფელი ითხოვს, რომ 14 წლის ბიჭმა და მისმა ოჯახმა საგარეჯო დატოვონ.
"წარმოიდგინეთ, თურმე 9 წლის ბავშვზე თითქმის ერთი წელია რაც ძალადობს, გუშინ 8 წლის ბიჭზეც უნდოა სექსუალური ძალადობა. მაგას ჩვენ აქ არ გავაჩერებთ. რაც შეეხება დაკავებულ მამას, ის უნდა გათავისუფლდეს, ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა"- აცხადებს ადგილობრივი.
ამასთან ერთ-ერთი ადგილობრივი "ნიუპოსტს" უყვება იმასაც, რომ დაკავებული მოზარდი დაზარალებულ ბიჭს აშინებდა და სიმართლის გამხელის შემთხვევაში მოკვლითაც ემუქრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები