ჟურნალისტი მახო მიქელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ჟურნალისტმა ტესტი ჩაიტარა, პასუხი კი უარყოფითი იყო.
მისი თქმით, კორონაზე მკურნალობა უფასო არ ყოფილა და ამაში თანხა გადაიხადა.
„ორი დღის წინ ტემპერატურა მქონდა 38-მდე და სხვა სიმფტომებიც, ცხადია მივედი ერთ-ერთ ე.წ ცხელების ცენტრში მომათავსეს სტაციონარში და შეუდგნენ ჩემს „მკურნალობას“.
მეორე დღეს ამიღეს სინჯი კოვიდ 19-ზე, რომლის პასუხიც 24 საათში იყო. ორი ღამე დავყავი ცხელების ცენტრში.
კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ კი „კოვიდზე მკურნალობის“ თანხა გადამახდევინა, თან დასძინეს რომ თუ კორონა დამიფიქსირდებოდა უფასოდ „მიმკურნალებდნენ“.
რა გამოდის ე.წ ცხელების ცენტრი ფასიანი ყოფილა და არა ისე როგორც მთავრობა ირწმუნება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა რომ რისთვის გადავიხადე ფული არ ვიცი, დიაგნოზი ვერ დამისვეს, მითხრეს რომ რომელიღაც ვირუსული ინფექცია მაქვს, მაგრამ რომელი ვერ გაიგეს.
საქართველოს მთავრობა ვერ გევიგე?“- წერს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები