რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მოქმედი მორაგბე 32 წლი რამაზ ხარაზიშვილია. „შვიდკაცას“ ყოფილ კაპიტანს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ექიმების ინფორმაციით, მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„შემოყვანილია მამაკაცი, მარცხენა წვივის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობით. პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა, საოპერციოშია გადაყვანილი, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. ძვლები დაზიანებული არ არის, მოხდება უცხო სხეულის ამოღება,” – აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ერთ-ერთი ვერსიით, რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიამ დაჭრა.
მასალის გამოყენების პირობები






