მომღერალი კახა კუხიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოვიდპანდემიის დროს შექმნილ დისკომფორტზე წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ჯერ კიდევ იხდიან მეპატრონეები იჯარით აღებულ გაჩერებულ ობიექტებზე ფულს. მისი თქმით, კვლავ უნდა მოხდეს სესხების გადავადება, რადგან დაახლოებით 7 თვეა უმუშევრები არიან.
„მაინტერესებს საბავშვო სფეროს ვინც ვემსახურებით და მე-7 თვე უმუშევრად ვართ, მთავრობისგან მითითებული საჭირო სადეზინფექციო ხსნარები, თერმომეტრი, დეზობარიერები ვიყიდეთ, სტიკერებით მოვრთეთ ობიქეტი, სპეციალური ხსნარებით დასუფთავდა და 2 დღით ავმუშავდით...
როდემდე ვიხადოთ იჯარა ცარიელ ფართში.
რატომ არ გრძელდება ბანკებისგან სესხის გადავადება!
კიდევ მაქვს კითხვები და ვის მივმართო...
ვრეკავ ცხელ ხაზზე და უშედეგოა ...
ველი გამოხმაურებას.
დიდი მადლობა.“- წერს მომღერალი.
მასალის გამოყენების პირობები