ე.წ. ამხანაგობებს, რომლებსაც სურთ, წამოიწყონ მშენებლობა კერძო ან კომერციული მიზნით, მაგრამ არ აქვთ ამისთვის საჭირო თანხები, შეუძლიათ გამოიყენონ ალდაგის - კერძო მშენებლობის დაზღვევა.
ამ პროდუქტის საშუალებით, ალდაგი ე.წ. ამხანაგობებს აძლევს საშუალებას, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, ალდაგის დახმარებით, მიიღონ დაფინანსება ბანკიდან და იყვნენ გარანტირებული, რომ მათი პროექტი წარმატებით განხორციელდება.
თუ მშენებლობა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში არ დასრულდება, ამხანაგობის ვალდებულებას ბანკის წინაშე ალდაგი დაფარავს და მშენებლობის დასრულებას ის უზრუნველყოფს.
ალდაგი პირველი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც მსგავსი პროდუქტი შექმნა უშუალოდ ამხანაგობებისთვის.
„ჩვენ ვხედავთ, რამდენად სჭირდება სექტორს მოქნილი, საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და სადაზღვევო გადაწყვეტები. ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც ერთი მხრივ უნიკალური და ინოვაციური შეთავაზებაა ამხანაგობებისთვის, მეორე მხრივ, სტიმულია ბაზრისთვის, რომ სწორად განვითარდეს,“- განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.
შეიქმნა პორტალი https://tanamshenebloba.ge/ , რომელზეც დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები