"წერენ თურმე, რომ კორონა არ არსებობს და მე ფული ავიღე აქ მოხვედრაში" – თეონა ცხომელიძე
სოც.მედია - 13:11, 15 Sep, 2020     1607
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს ავრცელებს და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს. ის კორონავირუსს მეხუთე დღეა მკურნალობს:

"ვიფიქრე აღარ დავწერთქო, მიჭირს ტელეფონში დიდ ხანს კაკუნი, მაგრამ იქნებ ვიღაცას როგორ წაადგეს. უფრო მომზადებული შეხვდება ყოველ მომდევნო დღეს,

თუ კოვიდთან მოუწევს ბრძოლა. ბევრი ადამიანი მწერს, რომ ელოდება ამ კოვიდ დღიურებს, ამიტომ:

#კოვიდდადებითი დღე 5

გუშინ ღამე პირველად რაც აქ ვარ სიცხე მქონდა, კარგად დამაგდო. ცოტა სურდოც დაემატა, ხველა და ვიფიქრე - აი, მორჩა დაიწყოთქო...
რა სიგიჟეა - ვწევარ არ ვინძრევი და სიმპტომები თავისით ემატება. მაგრამ დღეს დილით არც სიცხე მაქვს და თავსაც ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობ.
მარტო ვახველებ და ისევ ვსუნთქავ ინჰალატორიდან. გემოს მიყვა ყნოსვა, ვერაფერს ვგრძნობ. სუმანოს ვისხამ ხელზე და თოთქოს წყალია. არა და ცხვირით ჩვეულებრივად ვსუნთქავ -perfect sense-ის პერსონაჟივით ვარ.

ვიღაცეები წერენ თურმე რომ კორონა არ არსებობს და მე ფული ავიღე აქ მოხვედრაში, გულრწფელად რომ გითხრათ, ეგრე მერჩივნა, მაგრამ არაა. ამიტომ სისულელეების ფრქვევას, უბრალოდ პირბადე ატარეთ - ასე ჯობია. მე მეცინება, დედაჩემი და ჩემი და
კი ნერვიულობენ ამ კომენტარებზე - შემომთავაზეს გავლანძღავთ იმ ხალხსო, ვუთხარი, რომ იმათ თავიანთი გაჭირვებიათ და დავიკიდეთ. მარტო ერთს ვუსურვე აქ მოხვედრა, წერდა არც გამოსულა იმ ბოქსირებულიდანო...


ეს თითო შეშლილი რა მოსატანია იმ ჯადოქრობასთან რაც ჩემს თავს ხდება და კორონაზე ბევრად, ბევრად მნიშვნელოვანია. მინდა მოგიყვეთ თ ა ნ ა დ გ ო მ ა ზ ე:

თუ გგონიათ რომ რომელიმე მესიჯი არ მინახავს იმ ათასობით
გზავნილიდან, რაც მომდის ყველა ქსელში, ცდებით... თუ გგონიათ რომ კომენტარები გამომრჩა ასევე ცდებით. ყველაფერს ვკითხულობ, ვერ ვპასუხობ უბრალოდ ჯერ. - თითქოს ხომ მარტივად ბანალურია 'გისურვებ გამოჯანმრთელებას'?! არა, ხალხო, ა რ ა ! სრულიად ჯადოსნურია. ისეთი სიძლიაერის ტალღამ გადამიარა ამ ზარების, მესიჯების, სურვილების, უცნობი ადამიანების წერილების, აქ ფანჯრებთან მოსვლა-გამხნევების, რომ რა კორონა?! ვინც მიცნობს იცის - სენტიმენტებში მიჭირს, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ რაღაც ზებუნებრივს ქმნით ყველა ერთად. ეს რა ყოფილა, მადლობა კორონას

სხვა ყველაფერი ძველებურადაა, მეტიც ზუსტად ისევ ისე. აქ შემოსულ გადაფუთულ ექიმებს მხოლოდ სიმაღლით ვარჩევ, დღეში ერთხელ შემოდიან და ფარის მიღმა ამოკეტილები გვესაუბრებიან შორიდან. გუშინდელს გავარჩიე თვალზე ლაინერი ესვა და ისეთი შორეული იყო... სხვა სამყაროში ისვამენ ქალები ლაინერებს. წეღან ერთი წამით დერეფანში გავიხედე, სადაც გასვლის უფლება ცხადია არ გვაქვს და იმხელა მეჩვენა! დავუბრუნდი ჩემს კუთვნის ოთხ კვადრატს.

მედდა ლალი ისევ ქარიშხალივითაა, 25 დღე უნდა გადავაბაო, ვერ ვათქმევინეთ რას სვამს ასეთს. 19 კოვიდ-19იანი ყოფილა ჩვენს სართულზე, ერთი მძიმეა. დანარჩენები მდუმარედ ვგულშემატკივრობთ იმ ერთს.

კირამ გუშინ მკითხა - ათზე მოხვალო? არათქო... აბაო? პასუხი არ მქონდა", – წერს ცხომელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42