“ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის ლიდერია
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 14 Sep, 2020     1428

• 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კომპანიას სადაზღვევო ბაზრის 20,62% უჭირავს.

• 2020 წლის 6 თვეში კომპანიის მოზიდული პრემია 74 087 033 მლნ. ლარია.

14.09.2020.თბილისი. “ჯიპიაი ჰოლდინგი” კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა 2020 წლის 6 თვის ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უჭირავს - 20,62%. ჯიპიაი ლიდერია მოზიდული პრემიის რაოდენობითაც, კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 74 087 033 მლნ. ლარი მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით მეტია.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი” : “პანდემიის მიუხედავად, ჯიპიაიმ არა მხოლოდ შეინარჩუნა ბაზარზე ლიდერობა, არამედ სადაზღვევო ბაზრის პარალელურად გაიზარდა და განვითარდა. ორი კვარტლის მონაცემები გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ შევძელით და მინიმუმამდე შევამცირეთ covid-19-ის ეფექტი ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე. კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველა პროცესი ციფრულ არხებში მარტივად გადავიტანეთ. გამართული ონლაინ სისტემების დახმარებით შევინარჩუნეთ ბიზნესუწყვეტობა, ჯიპიაის ყველა თანამშრომელი დისტანციურად, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და ჩვენი დაზღვეულებიც დაზღვევის ყველა სერვისს უწყვეტად და შეუფერხებლად იღებდნენ. ამან საშუალება მოგვცა არ დაგვეკარგა პოზიციონირება სადაზღვევო ბაზარზე და პანდემიის მიუხედავად ჩვენი წილი გავზარდეთ კიდეც. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ ზრდა ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯზე მოხდა და კრიზისმა სერიოზული გავლენა იქონია არასიცოცხლის პორთფელზე, განსაკუთრებით საცალო დაზღვევის მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ კუთხით ზოგადად ბაზარზეც და ჩვენს კომპანიაშიც კლება შეინიშნება და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ზოგადად დაზღვევის ინდუსტრიისთვისაც.”

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 2020 წლის პირველ 6 თვეში, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში სადაზღვევო ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ბაზარზე ყველაზე დიდი წილი (48%) კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებას უჭირავს, სამედიცინო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებელმა ჯამში 138 532 796 მლნ. ლარი შეადგინა. ჯიპიაი ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხითაც უპირობო ლიდერია და მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტ სადაზღვევო კომპანიებს. 2020 წლის 6 თვეში ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 48, 20 მლნ. ლარი შეადგინა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 19 წელია წარმოდგენილია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2006 წლიდან ის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42