დღეიდან 3 დღე საუკეთესო დროა ავტომობილთან დაკავშირებული შოფინგისთვის - მაღაზიათა ქსელი „ამბოლი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტომფლობელებს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს: 25%-იანი ფასდაკლება „ამბოლის“ მაღაზიებში არსებულ სრულ ასორტიმენტზე.
ზაფხულის სეზონი დასრულდა და მოქალაქეები თანდათან უბრუნდებიან თავის საცხოვრებელ ადგილს. 15 სექტემბრიდან ყველა ქალაქი თუ სოფელი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს სწორედ ის დროა, როცა მძღოლებმა უნდა იზრუნონ საკუთარი ავტომობილის მოწესრიგებაზე, რათა გამართული და უსაფრთხო ტრანსპორტით გადაერთონ აქტიურ ყოველდღიურ რეჟიმში.
იმისათვის, რომ ავტომობილთან დაკავშირებული შოფინგი „მძიმე“ არ აღმოჩნდეს ავტომფლობელის ჯიბისათვის, კომპანია „ამბოლმა“ გადაწყვიტა ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი აქცია შესთავაზოს ნებისმიერ მძღოლს. 11, 12 და 13 სექტემბერს „ამბოლის“ ნებისმიერ მაღაზიაში, თბილისსა თუ რეგიონებში, უკლებლივ ყველა პროდუქტის ფასი სტანდარტულზე 25%-ით იაფი იქნება.
ფასდაკლება შეეხება „ამბოლის“ პროდუქციის ყველა კატეგორიას: საბურავებს, აკუმულატორებს, ხუნდებს, სამუხრუჭე დისკებს, ზეთებს, ფილტრებს, ნათურებსა და სხვა აქსესუარებს.
მასალის გამოყენების პირობები