საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:23, 11 Sep, 2020     2514

11 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი შპს-ს და ინდ. მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები და დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში.

იმისათვის, რომ კომპანიის დირექტორმა ანგარიში დისტანციურად გახსნას, ის, როგორც ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის მომხმარებელი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც, შპს-ს ან ინდ. მეწარმე დისტანციურად გახდება საქართველოს ბანკის ბიზნესკლიენტი, ანუ გახსნის პირველ ანგარიშს, ის ავტომატურად მიიღებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა პროდუქტს. როგორიცაა: მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი.

იმ შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის, რომელიც დისტანციურად გახსნის ანგარიშს, ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში სერვისები (მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი) სრულიად უფასო იქნება. საქართველოს ბანკი კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს, თბილისის მასშტაბით, ასევე უფასოდ სთავაზობს ბარათის ადგილზე მიტანის სერვისს.

დისტანციური ანგარიშის გასახსნელად საკმარისია მომხმარებელმა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების ატვირთვის გარეშე შეავსოს მარტივი განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f59e48c49226a1119b41cf0

„როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს ბანკი ზრუნავს ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებაზე და იმაზე რომ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე, ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი წარუდგინოს. ამჯერად ბანკმა იურიდიულ პირებს ონბორდინგი დისტანციურად შესთავაზა. იმისათვის, რომ შპს-მ და ინდ. მეწარმემ გახსნას კომპანიის პირველი ანგარიში, ამისათვის საჭიროა, ის, როგორც ფიზიკური პირი, იყოს ჩვენი მომხმარებელი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე შეავსოს მარტივი ფორმა, რის შემდეგაც ის ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებს 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ მიიღებს“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42